TaoNews.Ge

უნგრეთმა ლგბტ პროპაგანდა აკრძალა

უნგრეთის პრემიერი ზელენსკის მიმართვას არ ეთანხმება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვას შეიარაღების მიწოდებასა და სანქციების დაწესებაზე არ ეთანხმება, რადგან, ორბანის თქმით, ეს ყველაფერი უნგრეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

უნგრეთის პრემიერის თქმით, უნგრეთს სურს, შორს დარჩეს ამ ომისგან, ამიტომ არ დაუშვებს იარაღისა და იარაღის უკრაინაში გადაცემას. ამავდროულად, მან განაცხადა, რომ უნგრეთი ყველაფერს აკეთებს ომიდან გაქცეულთა დასახმარებლად და ჰუმანიტარული დახმარებით.

მინისტრმა თქვა, რომ 24 მარტის მონაცემებით, ნახევარ მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი უკვე ჩავიდა უნგრეთში და უნგრეთმა უკრაინას 2 მილიარდი ფუნტის ოდენობის დახმარება გადასცა.

„ნავთობისა და გაზის ონკანების გამორთვა ნიშნავს, რომ უნგრელი ოჯახები გადაიხდიან ომის საფასურს“ – განაცხადა ორბანმა.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთს მიმართა:

„ერთხელ და სამუდამოდ, თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ, ვისკენ ხართ. თქვენ სუვერენული სახელმწიფო ხართ. მე ვარ ნამყოფი ბუდაპეშტში. ვნახე მემორიალი, ფეხსაცმელები მდინარე დუნაის სანაპიროზე. მასობრივ მკვლელობებზე. მისმინე, ვიქტორ, იცი რა ხდება მარიუპოლში? ჩადი შენს სანაპიროზე, შეხედე იმ ფეხსაცმელებს და ნახავ, როგორ მეორდება მსოფლიოში მასობრივი მკვლელობები. ამას აკეთებს დღეს რუსეთი. შენ კი ეჭვი გეპარება, დააწესო სანქციები თუ არა. არ ხარ დარწმუნებული გაატარო იარაღი თუ არა. გიჭირს გადაწყვიტო ივაჭრო რუსეთთან თუ არა. დაეჭვების დრო არ არის. დროა, გადაწყვიტო. ჩვენ გვჯერა შენი. გვჯერა შენი ერის. გვჯერა ევროკავშირის და გვჯერა, რომ გადამწყვეტ მომენტში გერმანიაც ჩვენს გვერდით იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიმართებით.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!