TaoNews.Ge

უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა-ლომჯარია ღარიბაშვილზე

ახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ამ წუთებში, პრეზიდენტს ხვდება.

პრეზიდენტთან შეხვედრამდე, მან მედიასთან კომენტარი გააკეთა:

“მოვუწოდე შსს-ს და პროკურატურას, დაიწყონ გამოძიება დანაშაულებრივი თავდასხმების ორგანიზატორების გამოსავლენად, მინდა ამაზეც ვესაუბრო პრეზიდენტს. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი იყო ერთ-ერთი პოლიტიკოსი ხელისუფლებიდან, რომელმაც სწორი და ადეკვატური განცხადებები გააკეთა და მინდა გავიგო მისი მოსაზრებები, რას ფიქრობს დღეს, იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რასაც მთავრობის მეთაური აკეთებს.

თვალს მივადევნებთ გამოძიებას და ვემზადებით იმისთვის, რომ ჩატარებული ექსპერტიზის შეფასებაშიც ჩავერთოთ.

მიუღებელი იყო იმ ფორმით შსს-ს მიერ კადრების გასაჯაროება, რომელიც იყო არაფრის მთქმელი.

ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის, ლექსო უკვე 5 ივლისს იყო განწირული, როგორც ხელისუფლების, ასევე ძალაოდბრივი ჯგუფების მხრიდან და ეს კადრები არ ცვლის იმას, რომ ლექსოს 20-მდე ადამიანი დაესხა თავს და სასიკვდილოდ გაიმეტეს.

პრემიერმა ნათლად დაადასტურა და თქვა, რომ ეს იყო მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ 5 ივლისს არ ყოფილიყო სათანადო პოლიციის ძალები მობილიზებული და ხელი არ შეეშალათ ძალადობრივი ჯგუფების თარეშისთვის… და თქვა ისიც, რომ მომავალშიც ისე იქნება, როგორც უმრავლესობას სურს. უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა და არაფერი საერთო არა აქვს ამას დემოკრატიასთან…”

სახალხო დამცველმა ისაუბრა ასევე, ლექსო ლაშქარავას პირადი ინფორმაციის გავრცელების შესახებაც და თქვა რომ “როგორც ჩანს ცდილობენ ნაცემი და გარდაცვლილი ჟურნალისტის დისკრედიტაციას.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!