TaoNews.Ge

უმრავლესობიდან გასული 6-ვე დეპუტატი შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს უერთდება

უმრავლესობიდან გასული 6-ვე დეპუტატი შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს უერთდება

საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული 6-ვე დეპუტატი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს უერთდება.

მათგან 4 დეპუტატი – გიორგი ხოჯევანიშვილი, ანა ბუჩუკური, ბექა ლილუაშვილი და შალვა კერესელიძე შეთანხმების ტექსტს დღეს ხელს მოაწერს. რაც შეეხება დანარჩენ ორს – ალექსანდრე მოწერელია თბილისში არ იმყოფება, მიხეილ დაუშვილს კი კოვიდ- 19 აქვს.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი ღიაა პარლამენტის ყველა არჩეული წევრისთვის, რომელსაც შეთანხმების დოკუმენტზე ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერია.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!