TaoNews.Ge

ულტიმატუმები არ არის სწორი გზა – ეკონომიკის მინისტრის პირველი კომენტარი რიონის ხეობის მცველების მოთხოვნაზე

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ულტიმატუმებით საუბარი არასწორია იმისთვის, რომ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით ყველა ტექნიკური დეტალი გაირკვეს.

“ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავათა საბჭოს ხელმძღვანელის, ბატონი ბუშლეს ჩართულობა უკვე დაიწყო პირველი კონტაქტები სხვადასხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და ესეც არაჩვეულებრივი ფორმატია იმისთვის, რომ თუნდაც აქტივისტებმა, ვინც ყველაზე აქტიურად აპროტესტებს ნამახვანის მშენებლობას გამოიყენონ ეს ფორმატი. მოვუწოდებთ მათ, რომ ჩაერთონ ამ კონსტრუქციულ რეჟიმში, კონსტრუქციულ დიალოგში, ეს არის ყველაზე სწორი საკითხის გადაწყვეტა. რაც შეეხება ულტიმატუმებს, რადიკალიზაციას, ეს არ არის სწორი გზა იმისთვის, რომ გაირკვეს ყველა ტექნიკური დეტალი, რაც შეეხება პროექტს.

ულტიმატუმებით საუბარი მიუღებელია, ხელისუფლების მიმართაც მიუღებელია, საზოგადოების მიმართაც მიუღებელია. განსაკუთრებით მიუღებელია სხვადასხვა მოწოდება, რომ დავბლოკოთ, გავაჩეროთ პარალიზება მოვახდინოთ”,-თქვა ნათია თურნავამ

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!