TaoNews.Ge

უკრაინის ფორმაზე რუსული აგონია გრძელდება – ზელენსკიმ და კლიჩკომ მეზობლები გააღიზიანეს

როგორც იცით, უკრაინამ ევრო 2020-ისთვის ფორმა დაამზადა, რომელზეც სახელმწიფოს გეოგრაფიული კონტურია გამოსახული და საყელოზე უკან წარწერა აქვს გაკეთებული: “დიდება უკრაინას!” გუშინ თითქოს სიტუაცია დაწყნარდა, მაგრამ თურმე, ნურას უკაცრავად, დღეს რუსებმა ისევ ატეხეს ერთი ამბავი, მათმა ფეხბურთის კავშირმა უეფაში საპროტესტო წერილი აფრინა და ახალი ფორმით უკრაინელებისთვის თამაშის აკრძალვა მოითხოვა. კრივში მსოფლიოს ექსჩემპიონმა და კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ახალი ფორმა მატებს სულიერ სიმტკიცესა და გამარჯვების რწმენას და გაიმარჯვებენ, ამ სიტყვის ფართო გაგებით. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმაც არ დაახანა. “უკრაინის ნაკრების ახალი ფორმა მართლაც განსაკუთრებულია. მას შეუძლია შოკში ჩაგაგდოს. მასზე რამდენიმე მნიშვნელოვანი სიმბოლოა, რომელიც უკრაინელებს ლუგანსკიდან უჟგოროდამდე, ჩერნიგოვოდან სევასტოპოლამდე აერთიანებს. ჩვენი ქვეყანა ერთიანი და განუყოფელია. ყირიმი უკრაინაა”, – წერს ზელენსკი თავის ოფიციალურ “ინსტაგრამზე”.

მსოფლიო სპორტი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!