TaoNews.Ge

უკრაინის საზღვართან 100 ათასამდე რუსი სამხედრო კვლავ რჩება – კიევი

უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების 100 ათასამდე სამხედრო კვლავ რჩება. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

როგორც უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ივან ბაკანოვმა სპეციალურ ფორუმზე განაცხადა, უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან და ყირიმის ნახევარკუნძულზე კვლავ რჩება ტანკები, თვითმფრინავები, საბრძოლო ხომალდები, ვერტმფრენები, ასევე სარაკეტო ძალები და არტილერია. მისი თქმით, უკრაინის საზღვრის ორი მესამედი „საკმაოდ მოწყვლადია“.

ცნობისთვის, აპრილის დასაწყისში რუსეთმა უკრაინის საზღვართან 120 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე გადაისროლა. ამის შედეგად ეჭვები გაჩნდა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიისთვის ემზადებოდა. რუსეთის ხელისუფლება ჯარის გადასროლას „გეგმიურ წვრთნებს“ უწოდებდა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!