TaoNews.Ge

“უკრაინის ნატოში გაწევრიანება დონბასში ომის დასრულების ერთადერთი შესაძლებლობაა” – ზელენსკი

“უკრაინის ალიანსში გაწევრიანება დონბასში ომის დასრულების ერთადერთი შესაძლებლობაა”-  განაცხადა,უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანთან სატელეფონო საუბარში

„ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ჯარების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევისა და დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების რიცხვის მატების სახიფათო ტენდენციას ვხედავთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ შავ ზღვაში უსაფრთხოების საკითხებს.

„შავ ზღვაში ნატოს მუდმივი წარმომადგენლობა რუსეთის შეკავების ფაქტორი უნდა გახდეს, რომელიც რეგიონის მასშტაბურ მილიტარიზაციას განაგრძობს და სავაჭრო ნაოსნობას აფერხებს. ჩვენ არმიისა და თავდაცვითი სექტორის რეფორმირებისკენ მივისწრაფით, თუმცა მხოლოდ რეფორმებით რუსეთს ვერ გააჩერებ. ნატო დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზაა. წევრობის სამოქმედო გეგმა რუსეთისთვის ნამდვილი სიგნალი იქნება“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!