TaoNews.Ge

უკრაინაში სამხედრო სიახლეების ბუმია

უკრაინაში სამხედრო სიახლეების ბუმია

უკრაინიდან სამხედრო სიახლეების ბუმია ბოლო დღეებში.
დიდი ბრიტანეთი სპეციალურად უკრაინისთვის ქმნის დიდ სარაკეტო კატერებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის შეჯერება, რაზეც ორი ბრიტანული კომპანია მუშაობს.
უკრაინის საზღვაო ძალების მოდერნიზირების და გაძლიერების პროექტის ფარგლებში დიდი ბრიტანეთი უკრაინას 1.6 მილიარდ დოლარს გამოუყოფს 10 წლიანი კრედიტის სახით.
თანხაში შედის 8 სარაკეტო კატერის აგება, აქედან 4 კატერი აიგება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, უკრაინელი სპეციალისტების ჩართვით და ტექნოლოგიების + გამოცდილების გაზიარებით, დანარჩენი 4 კი უკრაინაში.
ასევე მოხდება უკრაინის არსებული სამხედრო-საზღვაო ბაზების რემონტი და განახლება, პლიუს ერთი დამატებითი საზღვაო ბაზის აშენება.
კატერების შეიარაღების სახით განიხილება ნორვეგიული Kongsberg Defence-ს მიერ წარმოებული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა NSM (Naval strike missile), იქიდან გამომდინარე რომ უკრაინული რაკეტა “Нептун” ჯერ ჯერობით მხოლოდ სახმელეთო ბაზირების ვარიანტში არსებობს და საზღვაო მოდიფიკაციის შექმნას გარკვეული დრო დასჭირდება. საბოლოო კომპლექტაციის შეჯერება ჯერ არ მომხდარა.
იგეგმება ყველა კატერის 2024-2025 წლებში დასრულება და ფლოტის შემადგენლობაში შეყვანა.
ბრიტანეთი და თურქეთი ცდილობენ შავ ზღვაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საწინააღმდეგო საპირწონე ძალის შექმნას რათა რუსეთმა ისედაც მწირე რესურსი დახარჯოს უკრაინის ფლოტთან “ჭიდაობაში და ვერ შეძლოს ყველა რესურსის სხვა მიმართულებებზე კონცენტრირება.
შეგახსენებთ რომ თურქეთის მიერ უკრაინისთვის MILGEM პროექტის ფარგლებში დაპროექტებული “Ada”-ს ტიპის კორვეტები აიგება. სულ 5 კორვეტზეა ლაპარაკი.
2021 წლის უკრაინის თავდაცვის ბიუჯეტში უკვე ჩადებულია 135 მილიონი $ პირველი კორვეტის აგების დასაწყებად. უცნობია თუ რამდენად გაიზრდება ფასი კორვეტის მშენებლობის პროცესში და მისი დაკომპლექტების შემდეგ, სავარაუდოდ 300$+- მილიონს ან მეტს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!