TaoNews.Ge

უკრაინაში სამედიცინო კანაფის ლეგალიზება მოხდა

საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს ინფორმაციას, იმის თაობაზე ,რომ უკრაინაში სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის ლეგალიზება მოხდა. შესაბამისი დადგენილება უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, კანაფის შემცველი პრეპარატი ნაბილონი ქიმიოთერაპიის გვერდითი მოვლენების დროს გამოიყენება. ასევე საუბარია ნაბიქსიმოლსზე, რომელიც კუნთების სპაზმს ხსნის და სკლეროზის დროს გამოიყენება. ამ პრეპარატების ფასი 640-დან 2055 აშშ დოლარამდე მერყეობს.

ამჟამად კანაფი სამედიცინო მიზნებისთვის მსოფლიოს 14 ქვეყანაში გამოიყენება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!