TaoNews.Ge

ჯეიმს აპატურაი – საქართველოს არ აქვს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დრო – ოპოზიციური პარტიები უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში

“უკიდურესად სამწუხაროა” – ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი “ოცნების” მიერ შეთანხმების ანულირებაზე

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ, უკიდურესად სამწუხაროა, – ასე ეხმაურება ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი, “ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას.

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ, უკიდურესად სამწუხაროა. 19 აპრილის შეთანხმება იმ რეფორმების განსახორციელებლად საუკეთესო გზაა, რომელიც
ხელს შეუწყობს საქართველოს წინსვლაში და დაეხმარება ქვეყანას ევროატლანტიკურ გზაზე. სწორედ ამიტომ, საქართველომ შეთანხმების განხორციელების საკითხი შეიტანა თავის ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაში, რაც საბოლოოდ დაეხმარება საქართველოს მოემზადოს ნატო-ში გასაწევრიანებლად. ყველა პარტიამ, მათ შორის “ნაციონალურმა მოძრაობამ”, უნდა მიიღოს და მხარი დაუჭიროს რეფორმების განხორციელებას, რომლებიც აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული მიზნების მისაღწევად”,- წერს ჯეიმს აპატურაი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!