TaoNews.Ge

უკვე დამტკიცდა, როგორ მოქმედებს ვაქცინა სპერმაზე – მამაკაცებო, გიხაროდენ!

“თუ თქვენ ხართ იმ მამაკაცებს შორის, რომელიც კოვიდ ვაქცინაზე უარს სპერმაზე შესაძლო ზიანის მიყენების გამო ამბობთ, ამ მოსაზრებაზე სამუდამოდ უარი თქვით” – ასე ეხმაურება CNN-ი სოციალურ მედიაში ანტივაქსერების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომ თითქოს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ნაყოფიერებაზე უარყოფითად მოქმედებს.

გამოცემა კვლევების შესახებ დამატებით ცნობებს აქვეყნებს

“სპერმის რაოდენობა და ხარისხი ჯანმრთელ ახალგაზრდებში არ შემცირებულა Pfizer-ის ან Moderna-ს ვაქცინის პირველი ან მეორე დოზის მიღების შემდეგ, ნათქვამია ახალ კვლევაში, რომელიც JAMA-ში გამოქვეყნდა.

”ჩვენ ახლა გვაქვს მტკიცებულება, რომლითაც დარწმუნდებით, რომ იმუნიზაცია სპერმის რაოდენობას საფრთხეს არ უქმნის,”- განაცხადა დოქტორმა დევიდ კოენმა, ჩიკაგოს ადამიანის რეპროდუქციის ინსტიტუტის სამედიცინო დირექტორმა.

კოენი იყო სისტემური მიმოხილვის თანაავტორი, რომელმაც დაადგინა, რომ ახალი კორონავირუსი არ არის სქესობრივი გზით გადამდები.

”ეს არის დამამშვიდებელი მონაცემი, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ სპერმის ხარისხი მნიშვნელოვნად არ იცვლება mRNA ვაქცინაციით. ვიმედოვნებ, რომ ეს გარკვეულწილად დაამშვიდებს ნებისმიერ მამაკაცს, ვინც შეიძლება სპერმის ხარისხზე ფიქრობდეს,”- ამბობს პეისი, რომელიც ასევე,  ჟურნალ Human Fertility-ის მთავარი რედაქტორია.

ახალგაზრდა, ჯანმრთელი მამაკაცები კვლევაში

კვლევაში გამოყენებული იყო 25-დან 31 წლამდე 45 მამაკაცის სპერმის ნიმუში, კვლევაში მონაწილე მამაკაცებმა წინასწარი სკრინინგი გაიარეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მათ ნაყოფიერების პრობლემები არ ჰქონდათ.

ნიმუშები აღებულია mRNA ვაქცინის პირველი დოზის წინ, შემდეგ კი, მეორე დოზის მიღებიდან 70-ე დღეს.

“ჩვენ ახალგაზრდა, ჯანსაღ მამაკაცების სპერმის პარამეტრებში ცვლილებები ვერ ვიპოვნეთ, რომლებიც ვაქცინა გაიკეთეს.” – ამბობს კვლევის ავტორი, დოქტორი რანჯიტ რამასამი, მაიამის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის სისტემის რეპროდუქციული მედიცინისა და ქირურგიის დირექტორი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!