TaoNews.Ge

“უკანონო ბრძანებები არ უნდა შესრულდეს” – მიხეილ სააკაშვილი

,,მე მინდა მივმართო ყველა სახელმწიფო მოხელეს, პოლიციელებსა და ჯარისკაცებს. მინდა, მივესალმო იმას, რომ არ ასრულებთ უკანონო ბრძანებას იმის თაობაზე, რომ ხალხი არ შეუშვათ საკუთარ სახლში. რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ, რომ ასეთი რამე არის შესაძლებელი?! აქ საუბარი არ არის ჰესებზე, არა ჰესებზე, მოგვწონს, არ მოგვწონს ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. აქ საუბარია ელემენტარულ ადამიანობის პრინციპებზე. მინდა, პოლიტიკოსებს ვუთხრა: ჰესების საკითხი კი არ დგას აქ, აქ დგას სახელმწიფოს ადამიანებთან დამოკიდებულების საკითხი, ადამიანური მიდგომის საკითხი. და უკანონო დავალება დიახაც, არ უნდა შესრულდეს თუ ის ეწინააღმდეგებიან კანონიერებისა და ადამიანობის პრინციპებს. მოგვწონს ის ხალხი, ვინც აპროტესტებს, არ მოგვწონს, აქ საუბარი ამაზე არ არის. აქ საუბარია სამართლიანობაზე და სამართლიანობის მხარეს უნდა იდგეს ყველა, განურჩევლად პოლიტიკური ორიენტაციისა. ყოჩაღ, ჩვენს ოფიცრებს და მოვუწოდებ იმავე მიდგომებისკენ, ვისაც აიძულებენ, უკანონო ბრძანებები შეასრულონ” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქით” გავრცელებულ მიმართვაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!