TaoNews.Ge

“უბრალოდ სირცხვილია, როცა საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ  და საუბრობ ზუსტად იმ პრობლემებზე, რომელზეც შენც გეკისრება პასუხისმგებლობა და გაქვს ვალდებულება, რომ მის მოსაგვარებლად იმუშაო”- არჩილ თალაკვაძე

“უბრალოდ სირცხვილია, როცა საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ  და საუბრობ ზუსტად იმ პრობლემებზე, რომელზეც შენც გეკისრება პასუხისმგებლობა და გაქვს ვალდებულება, რომ მის მოსაგვარებლად იმუშაო”- არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და  „ქართული ოცნებიდან“  6 დეპუტატის წასვლას  გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, სამწუხაროა, რომ ამ ექვსმა დეპუტატმა პირადი ურთიერთობები აირჩია იმ სახელმწიფო ინტერესებისა და მიზნების ნაცვლად, რომელიც ერთად მისცეს საზოგადოებას და რაზეც ერთად ჰქონდათ აღებული პასუხისმგებლობა არჩევნების დროს.

„რა თქმა უნდა ჩვენ დაველოდებით, ვნახავთ რა პოლიტიკურ პარტიას შექმნიან, რა იქნება მათი პოზიციონირება. არსებობს ძალიან ბევრი კითხვა და ამ კითხვებზე პასუხი იქნება გასაცემი. ვფიქრობ, რომ ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და მაშინ, როცა ის გამოწვევები არის ქვეყანაში, რომელზეც თვითონ ისაუბრეს, გუნდის პასუხისმგებლობაზე მითითება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ვფიქრობ მიუღებელია.

ასეთი ნაბიჯი გაუმართლებელია და უბრალოდ სირცხვილია, როცა საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ, გადიხარ აქედან და საუბრობ ზუსტად იმ პრობლემებზე, რომელზეც შენც გეკისრება პასუხისმგებლობა და გაქვს ვალდებულება, რომ ამის მოსაგვარებლად იმუშაო. გარწმუნებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ძალიან მყარი უმრავლესობა ექნება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინფორმაციისათის, 14 აპრილს „ქართული ოცნება“ 6-მა დეპუტატმა დატოვა  

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!