TaoNews.Ge

ტურისტის დაჭრა გუშინდელ საპროტესტო აქციასთან კავშირში არ არის –შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ქეთი კოვზიაშვილი საზოგადოებას მიმართავს და სოციალურ ქსელში წერს:

“გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, ყველა ვთანხმდებით, რომ თითოეული ჩვენგანისთვის მიუღებელია ის რაც მოხდა. კოლეგიალურად, ადამიანურად, კიდევ ერთხელ ვგმობ ჟურნალისტებზე, ოპერატორებსა და ფოტოგრაფებზე ძალადობას.
ყველა გამოვლენილ ფაქტზე აქტიურად გრძელდება გამოძიება. მე ზუსტად ვიცი რამდენი პოლიციელი, გამომძიებელი, თუ დეტექტივი გუშინ მთელი ღამე არ მივიდა ოჯახში, იმისთვის რომ შესაბამისი რეაგირების გარეშე არ დარჩეს ძალადობის არც ერთი ფაქტი.
გუშინ, ჩვენთვის ყველასთვის მძიმე დღეს, საკმარისი არ იყო ის რაც მოხდა? რა აგრესიაც ვნახეთ?! – ამას მიემატა ვორონცოვზე, კერძოდ ხეთაგუროვის ქუჩაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის დაჭრის თემა, რომელსაც ძალიან ბევრი თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან ხელოვნურად აკავშირებს.
არა მეგობრებო, ეს ორი თემა ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ არის.
აქვე, მადლობა ყველა იმ მოქალაქეს, რომელთაც თავდამსხმელისგან უცხო ქვეყნის მოქალაქის დაცვა სცადეს.
თავდამსხმელი რამდენიმე წუთში პოლიციის მიერ დაკავდა, მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზებიც.
ყველაფერი აუცილებლად გაირკვევა, მაგრამ საინტერესოა რას ემსახურება ამ სხვადასხვა თემის, ძალადობის ფაქტების, ჰომოფობიური გამოსვლების და ვითომ “ტურისტის საყურის” ერთმანეთთან დაკავშირება.
ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ჩვენდა უნებურად, ან ნებით და გამიზნულად ქვეყნის იმიჯს დავაზიანებთ და არ გავუფრთხილდებით.” – წერს ქეთი კოვზიაშვილი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!