TaoNews.Ge

,,ტვ პირველის” ჟურნალისტის მიერ მოწყობილი პროვოკაციის შედეგად ,,კონსერტვატიული მოძრაობის” წევრი, მამუკა ანდღულაძე, დააკავეს

,,ტვ პირველის” ჟურნალისტის მიერ მოწყობილი პროვოკაციის შედეგად ,,კონსერტვატიული მოძრაობის” წევრი, მამუკა ანდღულაძე, დააკავეს

,,ტვ პირველის” ჟურნალისტის, ნატო გოგელიას, მიერ მოწყობილი პროვოკაციის შედეგად კონსერტვატიული მოძრაობის წევრი, მამუკა ანდღულაძე, დააკავეს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, მოქალაქეს, რომელსაც პროვოკატორი ჟურნალისტი საცხოვრებელ სახლში შეუვარდა და მას და მის ხანდაზმულ მშობლებს შეურაცხყოფა მიაყენა, ბრალი ამავე ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით აქვს წარდგენილი. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მამუკა ანდღულაძემ დეზინფორმატორ ჟურნალისტს სიუჟეტის ჩაწერის საშუალება არ მისცა, იმ დანაშაულებზე კი, რომელიც თავად ჟურნალისტმა ჩაიდინა, კაციტაძის უწყება დუმს. კერძოდ, ჟურნალისტი სხვის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეიჭრა, მოქალაქეებს ცილი დასწამა, სიტყვიერი და მორალური შურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი სხვადასხვა მედიის საშუალებით დეზინფორმაცია გაუვრცელა, რამაც, საბოლოოდ, იმ მოქალაქის (ონკოლოგიური პაციენტის) დაკავება გამოიწვია, ვინც სახლში შეჭრილი აგრესიული პირისგან საკუთარი თავი და ოჯახი დაიცვა.

წყარო-alt-info.ge

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!