TaoNews.Ge

ტეხასის შტატის გუბერნატორმა მოქალაქეებისათვის  ვაქცინაციის დამადასტურებელი პასპორტების წარდგენის მოთხოვნა აკრძალა

ამერიკის შეერთებული შტატების,  ტეხასის შტატის  გუბერნატორმა გრეგ ებოტიმ  ვაქცინაციის პასპორტების აკრძალვის შესახებ განცხადება გააკეთა.

“რესპუბლიკელი” გუბერნატორის მიერ გამოცემული  განკარგულების საფუძველზე, იკრძალება ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც ტეხასში მცხოვრებთ,  ვალდებულს გახდის კორონავირუსზე ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი წარადგინოს, ვიდრე მომსახურებას ან პროდუქციას მიიღებენ.

ბრძანება ვცრცელდება სახელმწიფო დაფინანსების მიმღებ ნებისმიერ ბიზნესსა და  დაწესებულებაზე, მათ ეკრძალებათ მოითხოვონ ვაქცინაციის შესახებ რაიმე სახის დოკუმენტაცია.

„ვაქცინაცია  ნებაყოფლობითია და არასდროს  იქნება იძულებითი. მთავრობამ, არც ერთი ტეხასელისგან არ უნდა მოითხოვოს ვაქცინაციის მტკიცებულება და ჯანმრთელობის შესახებ პირადი ინფორმაციის გამჟღავნება“ – განაცხადა გრეგ ებოტიმ.

წყარო : www.dailywire.com

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!