TaoNews.Ge

სჯობს, ვინც რთველში ჩაერთვება, ყველა ორჯერადად აცრილი იყოს – გამყრელიძე

“ჩვენი მოწოდებაა, რომ შემოდგომას შევხვდეთ უსაფრთხო სკოლებით, უსაფრთხო უნივერსიტეტებით. მასობრივი იქნება ასევე რთველი, ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება. მოვუწოდებ უნივერსიტეტის სტუდენტებს და ყველა პროფესორ-მასწავლებელს შემოდგომას ორჯერ აცრილები შევხვდეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ რთველის პერიოდში ყველა ადამიანი აცრილი იქნება, რადგან ამ დროს ინტენსიური მუშაობაა და ადამიანებს შორის ინტენსიური კონტაქტია. სჯობს რთველის დაწყებამდე, ვინც რთველში ჩაერთვება, ყველა ორჯერადად აცრილი იყოს”

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!