TaoNews.Ge

„ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში 22 მარტს  შემოვა

სწავლა საკლასო ოთახებში ჯერ ვერ დაიწყება! – ნახეთ ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

“რა თქმა უნდა, სასკოლო გარემოში სწავლის განახლება ყველაზე სასურველი მოდელია. გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც ამ მიდგომას მხარს უჭერს. ყველაზე ბოლოს, რაც უნდა შეჩერდეს და რასაც უნდა შეეხოს კოვიდრეგულაციები, ეს არის სწავლა სასკოლო გარემოში. ესე იყო პანდემიის პირველი დღეებიდან”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საკმაოდ რთულია. ვიდრე ეპიდსიტუაცია საკმარისად არ გახდება სტაბილური, რათა სასკოლო გარემო უსაფრთხო იყოს, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ჯერჯერობით ვერ მივიღებთ.

პედაგოგიური პერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს საკმაოდ აქტიურად. ამდენად, ეპიდემიური მდგომარეობა და ვაქცინაციის სტატუსი იქნება ორი წინაპირობა, რაც ჩვენ ამის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!