TaoNews.Ge

სრულად ვაქცინირებული პირებისათვის შესაძლოა კომენდანტი და სხვა შეზღუდვები გაუქმდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მუშაობენ, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზა აქვთ გაკეთბუელი შეზღუდვებზე “შეღავათები” ჰქონდეთ, მათ შორის კომენდანტის საათთან დაკავშირებით.

გამყრელიძის განცხადებით, შესაბამისი ინიციატივით საკოორდინაციო საბჭოს მომავალ კვირაში მიმართავენ.

“ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, რამდენიმე პუნქტი, რაც საერთაშორისო გამოცდილებით არის, იგივე კომენდანტის საათის დროს თავისუფალი გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობის დროს შესაბამისი დოკუმენტი, იგივე კიდევ სხვა ინიციატივები, რამდენიმე ასეთზე ვმუშაობთ, რომელსაც წინასწარ ვერ გავაღჟერებ, რომ მოსახლეობას ჰქონდეს უფრო მეტი დაინტერესება, რომ სწრაფად და სრულად იქნას აცრილი. რამეთუ მოგეხსენებათ, ამ ადამიანებს, რომლებიც ორჯერადად არიან აცრილები მთელ რიგ ქვეყნებში გარე სივრცეებში პირბადე არ მოეთხოვებათ, მაგრამ მოეთხოევაბთ დახურულ სივრცეში, ასევე აქვთ შეღავათები კომენდანტის საათისა და სხვა შეზღუდვებთან მიამრთებაში”, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის განცხადებით, ფიქრობენ, რომ 15 მაისამდე დაგოვრდება დაახლოებით 14 000-მდე სრულად, ანუ ორჯერადად აცრილი ადამიანი და მათმეტი შეღავათი უნდა ჰქონდეთ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!