TaoNews.Ge

 სოფელ გუმათთან კომპანია „ენკას“ სამშენებლო ბაზასთან ხმაური იყო- „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს

 სოფელ გუმათთან კომპანია „ენკას“ სამშენებლო ბაზასთან ხმაური იყო- „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს

რიონის ხეობაში, სოფელ გუმათთან კომპანია „ენკას“ სამშენებლო ბაზასთან ხმაური იყო. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა ცოცხალი ჯაჭვიც გააკეთეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რათა კომპანია „ენკას“ სამშენებლო ტექნიკამ სამუშაოების განხორციელება ვერ შეძლოს.

ამასთან, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მიზანია ტერიტორიაზე მშვიდობიანი გადაადგილება.

შსს-ს წარმომადგენელის განცხადებით, კი გამოხატვის თავისუფლება არ იზღუდება.

“მიმდინარეობს ნიკოლოზ ანთიძის ძებნა. ხეობაში არსებული ამჟამინდელი ვითარებიდან გამომდინარე, პოლიცია ვერ უზრუნველყოფს იქ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. გამოხატვის თავისუფლებას, რა თქმა უნდა, არ ვზღუდავთ. პოლიცია არის ამ მიმართულებით მოწოდების სიმაღლეზე. თქვენ შეგიძლიათ აქ გააგრძელოთ მშვიდონიანი პროტესტი”,- განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!