TaoNews.Ge

სომხეთში რუს სამხედროს და მის მეუღლეს თავს დაესხნენ

სომხეთში რუს სამხედროს და მის მეუღლეს თავს დაესხნენ

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთში, ქალაქ გიუმრიში,102-ე რუსული სამხედრო ბაზის ჯარისკაცსა და მის მეუღლეს თავს დაესხნენ.

შირაკის რეგიონალურმა, საგამოძიებო დეპარტამენტმა ყაჩაღობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

10 მარტს, საღამოს, საკუთარი სახლის ეზოში, ნიღბიანი პირი, თავს დაესხა 40 წლის რომან რომანოვს. სამხედრო მოსამსახურის მეუღლე, სერუს ვ.მ, ხმის გაგონებაზე   სახლიდან გავიდა და  დაინახა, როგორ იბრძოდა მისი მეუღლე  ნიღბიან  პირთან. როდესაც, მან დაიწყო ყვირილი და უცნობს პოლიციის გამოძახებით დაემუქრა, ნიღბიანი კაცი, ქალს დანით თავს დაესხა, შემდეგ კი გაიქცა.

წყვილმა შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას განუცხადა, რომ ისინი დაშავებულნი იყვნენ.

ცნობილია, რომ რომანოვი მსახურობს გიუმრიში, რუსეთის ფედერაციის 102-ე სამხედრო ბაზაზე.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!