TaoNews.Ge

სომხეთში ჟურნალისტზე თავდასხმის გამო მინისტრი გადადგა

სომხეთის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრმა აკოფ არშაკიანმა კაფეში ჟურნალისტზე თავდასხმის გამო თანამდებობა დატოვა.

„დღეს ჩემი მინისტრად მუშაობის ბოლო დღეა. როგორც სომხეთის მოქალაქე, ვთვლი, რომ თანამდებობის პირთა მხრიდან ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ ძალადობა დაუშვებელია,“-წერს არშაკიანი Facebook-ის გვერდზე.

მინისტრი სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც ჟურნალისტმა პაილაკ ფაგრადიანმა ის თავდასხმაში დაადანაშაულა.

ჟურნალისტის მტკიცებით, მინისტრს მან ჰკითხა, თუ რას აკეთებდა ის სამუშაო საათებში კაფეში, რამაც არშაკიანი ძალიან გააღიზიანა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!