TaoNews.Ge

“ევროპა არა, ტოროლა ” – მიხეილ სააკაშვილი

„სირცხვილი არ არის, რომ სააკაშვილი, რომელმაც აგიშენათ ბათუმი, მალულად უნდა დადიოდეს ამ ბათუმში?“ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოვიდა.

მან ბათუმის, ლაზიკისა და ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტებზე ისაუბრა.

„სირცხვილი არ არის, რომ სააკაშვილი, რომელმაც აგიშენათ ბათუმი, მალულად უნდა დადიოდეს ამ ბათუმში? რაღაც სამართლიანობა ხომ არსებობს ამ ქვეყნად. „კეპკა“ ჩამოფარებული, „კაპიშონ“ გადაფარებული იმ ცნობილ ადგილებში, რომლების ყველა კვადრატული სანტიმეტრი ჩემი და ლევან ვარშალომიძის დაგეგმილია. არ არის ეს სირცხვილი? მე ხომ არ გეუბნებით, რომ მე ხმა მომეცით ან რამე, მაგრამ ნუთუ მე არ მაქვს უფლება, რომ სიკვდილამდე ერთხელ ბათუმში, რომელიც მე ავაშენე, თავისუფლად გავიარო? ჩემი გაკეთებულია, ჩვენი გაკეთებულია, ჩვენ საქართველო ავაშენეთ, მაგრამ თავშიც არავის არ მოუვიდოდა, რომ ბათუმი გახდებოდა მსოფლიო დონის ტურისტული ცენტრი. ერთი წელი როგორ არ დამაცადა ღმერთმა, რომ ლაზიკა და ამერიკული უნივერსიტეტი გამეკეთებინა, მაგრამ არაუშავს, ყველაფერი წინ არის“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!