TaoNews.Ge

“სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისზე თავდასხმის გამო გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს :

,,შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მოძრაობა “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისზე განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მოქალაქეების ნაწილმა პარლამენტის შენობის უკან მდებარე მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში შეჭრა სცადეს. ოფისში იმყოფებოდნენ ჟურნალისტები და აშუქებდნენ მიმდინარე მოვლენებს, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს ასევე მათი ტექნიკა.

აქციის მონაწილეების მხრიდან თბილისში, ახვლედიანის ქუჩა №17-ში მდებარე „თბილისი პრაიდის“ ოფისიდან დროშის ჩამოხსნის, განადგურებისა და ინვენტარის დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო, ასევე, გამოძიება”, – წერია უწყების განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!