TaoNews.Ge

სიამოვნებით მოვაწერდი ხელს იმათ ამნისტიას, ვინც მთელი 8 წელი ჯოჯოხეთში მაცხოვრა – ნიკა გვარამია

სიამოვნებით მოვაწერდი ხელს იმათ ამნისტიას, ვინც მთელი 8 წელი ჯოჯოხეთში მაცხოვრა – ნიკა გვარამია

მე პირადად, სიამოვნებით მოვაწერდი ხელს იმათ ამნისტიას, ვინც მთელი 8 წელი ჯოჯოხეთში მაცხოვრა, მდევნა, მითვალთვალა, დამიჭირა, აბსურდული და სამარცხვუნო ბრალდებებით სასამართლოში მატარა, რუსთავი 2-იც წამართვა, მაშანტაჟა, ბავშვის ვიდეოები მაყურებინა და ბოლო-ბოლო, ჩემგან, პრაქტიკულად, ნახევარი ადამიანი დატოვა. ჩემგან და ჩემი ჯანმრთელობისგან… მოვაწერდი და ამით მოვკლავდი სიძულვილს ჩემში… საბოლოოდ ჩავაცემენტებდი. და ასევე მოვკლავდი ჩემი შურისძიების შიშით შობილ სადისტურ აგრესიას მათში. მოვკლავდი მათში ჩემი შურისძიების შიშს. რაც უზარმაზარი ზიზღის წარმომშობია. მოვაწერდი, რომ ეს ყველაფერი დამთავრებულიყო. მოვაწერდი, რომ სამშობლო გადამერჩინა. მოვაწერდი, რომ ახალი ცხოვრება დამეწყო. მეც და მათაც, –  განაცხადა “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა “მთავარი აქცენტები”-ში  ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!