ბიზნესმენი ლევან ვასაძე მიიჩნევს, რომ ,,ქრისტიანულმა რუსეთმა გადაარჩინა ქრისტიანული საქართველო“. ამის შესახებ ორგანიზაცია ,,ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელმა ,,ღამის კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
“არ იყო ეგრე? არ გადაარჩინა ქრსტიანულმა რუსეთმა ქრისტიანული საქართველო გენოციდისაგან და განადგურებისაგან? თუ გნებავთ, ერეკლეს შემდგომ პერიოდში… მე ვარ ანტილიბერალი და ანტიგლობალისტი. ამერიკულ სახელმწიფოს არ გააჩნია სხვა საგარეო პოლიტიკა გარდა ლიბარალურ გლობალისტური პოლიტიკისა. ჩვენ ვართ რა ამ კლანჭებში, ამ კლანჭებს არ აწყობს, ჩვენ გვქონდეს რაიმე შანსი რუსეთთან დიალოგისა…
მე მოგიყვანთ ჩემი ცხოვრებიდან ერთ-ერთ უახლეს მაგალითს. ვსადილობდი ერთ-ერთ წამყვან ინტელექტუალთან, ანალიტიკოსთან, რომელიც მუშაობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მე ერთ-ერთი კაცი ვარ იმ 700 000 ქართველიდან, ვინც მოძრაობს რუსეთში და საუბრობს რუსებთან – დაგვიბრუნეთ აფხაზეთი და ცხინვალი და ამის სანაცვლოდ, ვიყოთ მეგობრები.
ეს კაცი მე მეუბნება – სიმართლეს ამბობს თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მე მაქვს მიზეზები, მიმაჩნდეს, რომ ეს კაცი სიმართლეს მეუბნება – ჩვენ ვლაპარაკობდით, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ რამენაირად დაიწყოს დათბობა ქართულ-რუსული ურთიერთობების საზოგადოებრივ დონეზე მაინც. მაგალითად, გაუქმდეს ვიზები და ეს კაცი მეუბნება – იმ დღეებში, როდესაც გამზადებული იყო გადაწყვეტილება ამ ვიზების გაუქმებისა და რუსეთის პრეზიდენტს უნდა გამოეცხადებინა ამ გადაწყვეტილების შესახებ, გამოვიდა თქვენი ე.წ. ერთ-ერთ ჟურნალისტი და დედა აგინა მას პირდაპირ ეთერში და,, ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება გაუქმდა,” – ამბობს ლევან ვასაძე.