TaoNews.Ge

საქართველო პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთის ნაკრებს 1:0 ამარცხებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში  პირველი ტაიმის შემდეგ თბილისში ესპანეთის ნაკრებს 1:0 ამარცხებს. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურის მატჩის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს 1:0 მოუგო.

წინა მატჩისგან განსხვავებით სანიოლმა განსხვავებული შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, რომელიც გაცილებით უფრო შემტევი იყო. პირველი მომენტი მე-11 წუთზე ესპანელებმა შექმნეს, როდესაც ტორესის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. მე-13 წუთზე კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი პედრო პოროს მიაღებინა. შემდეგ ნაკუთხურალ ბურთზე ყველას ჩვენმა ზივზივაძემ დაასწრო და სტუმრები მეკარე სიმონმა გადაარჩინა.  ბურთის ფლობა სტუმრების იყო, თუმცა ჩვენი გუნდი არაფერს უთმობდა და სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა და ტაიმის დასასრულს ხვიჩამ ანგარიში გახსნა.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო – ესპანეთი 1:0
გოლი: კვარაცხელია

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, გვილია, კანკავა, კვარაცხელია, კიტეიშვილი, ლობჟანიძე, ზივზივაძე

ესპანეთი: სიმონი, ალბა, ლორენტე, ერიკ გარსია, პედრო პორო, პედრი, ბუსკეტსი, რუისი, ხილი, მორატა, ტორესი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!