TaoNews.Ge

 “საქართველო მსოფლიო ბანკისგან 85 მილიონ ევროს შეღავათიანი პირობებით მიიღებს”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო მსოფლიო ბანკისგან 85 მილიონ ევროს შეღავათიანი პირობებით მიიღებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„დღეს ხელი მოეწერება მსოფლიო ბანკთან ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც საქართველო 85 მლნ ევროს მიიღებს შეღავათიანი პირობებით. თანხა მოხმარდება პანდემიით დაზარალებული მიკრო და საშუალო ზომის საწარმოებს.

პროექტი ითვალისწინებს სწრაფი გადახდების ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც საწარმოებისთვის ფულად სახსრებზე ხელმისაწვდომობისთვის იქნება ეფექტური საშუალება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განმარტებით, აღნიშნული პროექტის ზედამხედველობას ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელშეკრულებაზე ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები მუშაობდნენ. გადაწყვეტილება მსოფლიო ბანკმა 11 მაისს მიიღო.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!