TaoNews.Ge

“სააკაშვილს ჩამოიყვანენ და სრულად გაათავისუფლებენ ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან. ვერ ხედავთ, რომ მზადდება ეს სცენარი? – ირმა ინაშვილი

საქართველოში ჩამობრძანებულ ელჩებს ჩვენი სამშობლო, ეტყობა, მარტო ღვინო, ჩურჩხელა და ხაჭაპური ჰგონიათ-ირმა ინაშვილი

,,საქართველოში ჩამობრძანებულ ელჩებს ჩვენი სამშობლო, ეტყობა, მარტო ღვინო, ჩურჩხელა და ხაჭაპური ჰგონიათ. დიდმოწამეთა დასის ქვეყანა ვართ, ბატონებო და ქალბატონებო. ნება იბოძეთ და პატივი ეცით ჩვენს მრწამსსაც, ჩვენს სახელოვან ისტორიასაც და ჩვენს კონსტიტუციასაც, რომელსაც ჩვენ კი არ ვარღვევთ, თქვენ გადაამეტეთ აშკარად თქვენს კომპეტენციას და გგონიათ, რომ ეს კონსტიტუციაც თქვენია და ეს ქვეყანაც თქვენია. თქვენი არაა და ვერ იქნება, ჩვენია, ქართველი ხალხისაა, საქართველოს მოქალაქეებისაა. ასე რომ, ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას თავი დაანებეთ და თქვენს ქვეყნებს მიხედეთ. პარტნიორობა და ბატონობა ნუ გერევათ ერთმანეთში. გასაკვირია ნამდვილად, რომ დიპლომატებმა ასე დაკარგეთ რეალობის განცდა და იმ ქვეყნის შეგრძნება, სადაც ხართ ჩამობრძანებულნი”.-წერს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!