TaoNews.Ge

“საქართველოში ტურიზმი წელს იმაზე სწრაფად აღდგება, ვიდრე მოლოდინი იყო”-ნათია თურნავა

ჩვენ ძალიან სწრაფად გვეზრდება იმ ავიაკომპანიების რაოდენობა, რომელიც ან ზრდის ყოველკვირეული ფრენების სიხშირეს, ან ახალი ავიაკომპანიები გვემატება, ეს ეხება როგორც თბილისის, ასევე ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ტურიზმი წელს იმაზე სწრაფად აღდგება, ვიდრე მოლოდინები იყო.

„დღეის მონაცემებით ზაფხულის პერიოდისთვის 350-ზე მეტი ყოველკვირეული ფრენის განაცხადი და მოლოდინი გვაქვს. 2019 წელს, იმ წელს როდესაც ტურისტების რეკორდული რაოდენობა იყო ზაფხულის პიკის სეზონზე, დაახლოებით კვირაში 800 ფრენა იყო, ანუ ჩავთვალოთ, რომ ნახევარი, 50 პროცენტი ფრენები, რომლებიც ემსახურება როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ტურისტები ჩამოყვანას, აღდგება. ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ტურიზმი წელს აღდგება იმაზე გაცილებით სწრაფად, ვიდრე წლის დასაწყისში კონსერვატიული მოლოდინები იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების. ეს, რა თქმა უნდა, ეკონომიკაზე აისახება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!