TaoNews.Ge

საქართველოში ბავშვების მიერ სქესის შეცვლის მოთხოვნა გაიზარდა – ზურა მხეიძე

საქართველოში ბავშვების მიერ სქესის შეცვლის მოთხოვნა გაიზარდა – ზურა მხეიძე

ფსიქოლოგ ზურა მხეიძის ინფორმაციით, ბოლო წლის განმავლობაში გაიზარდა იმ მშობლების მომართვიანობა, რომელთა შვილებს სქესის შეცვლა სურთ.

“ბოლო წლის განმავლობაში 11 მშობლის მომართვიანობა იყო, რომელთა შვილები აცხადებენ, რომ ის სქესი არ უნდათ, რაც არიან. არ ყოფილა ეს არც 2 წლის წინ და არც 5 წლის წინ. ამ პრობლემებში რომ ჩავიხედე, პრაქტიკამ მაჩვენა, რომ ეს მოდაა. როცა ლექციაზე რაღაცა მსგავსი ვთქვი, სტუდენტმა მიპასუხა, რომ ეგ პროგრესიაო. ანუ ვიღაცამ შექმნა ტრენდი, მიმართულება და მოდა გააკეთა. როდესაც იმ ბავშვებთამ მქონდა ურთიერთობა, ვისაც სქესის შეცვლა უნდათ, მათ დამიდასტურეს, რომ უმეტესობა მოდას არის აყოლილიო. აქ აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არის ქართველობა, მართლმადიდებლობა, ტრადიციონალიზმი, მაგრამ ვიღაცები თვლიან, რომ პროგრესია და ეს ტრენდი შექმნეს. ანუ მაგარი ტიპი თუ ხარ, ასე უნდა ფიქრობდე”, – განაცხადა ზურა მხეიძემ “აზროვნების აკედემიაში”.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!