TaoNews.Ge

საქართველოს NATO-ში ფორსირებულად გაწევრიანების გეგმა რეგიონში სტაბილურობას ხელს არ უწყობს – რუსეთის საგარეო უწყება

საქართველოს NATO-ში ფორსირებულად გაწევრიანების გეგმა რეგიონში სტაბილურობას ხელს არ უწყობს – რუსეთის საგარეო უწყება

საქართველოს NATO-ში ფორსირებულად გაწევრიანების გეგმა რეგიონში სტაბილურობას ხელს არ უწყობს, – ამის შესახებ საუბარია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ რუსეთი საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„რუსული, აფხაზური და სამხრეთ ოსური მხარე გამოვიდნენ მოწოდებით, რომ ძალისხმევა კონცენტრირებული იყოს სამხრეთ კავკასიაში მყარი და სანდო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. რუსეთი და მისი მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ ამ სტრატეგიული ამოცანის მიღწევა შეუძლებელია, ერთი მხრივ თბილისსა და მეორე მხრივ, სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული დოკუმენტის გაფორმების გარეშე. სწორედ ეს პრაქტიკული ზომა შეიტანდა მნიშვნელოვან წვლილს ზოგადად, რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო სიტუაციის შექმნაში. ასეთი დოკუმენტის იმპერატიულობა ნაკარნახევია აშშ-ისა და NATO-ს სამხედრო-პოლიტიკური აქტიურობის ზრდით, მათ შორის საქართველოს NATO-ში ფორსირებული წესით გაწევრიანების გეგმით. 

სიტუაციის კიდევ უფრო განმუხტვას ხელს შეუწყობდა საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტიაცია-დემარკაციის პროცესის რაც შეიძლება სწრაფად დაწყება“.

ქართული მხარის მიერ არჩეული ხაზი არა მხოლოდ ხელს უშლის ჟენევის ფორმატში კონსტრუქციული ატმოსფეროს ფორმირებას, არამედ ბლოკავს ზოგიერთ მიმართულებას, უპირველეს ყოვლისა ჰუმანიტარული ჯგუფის სრულად ფუნქციონირებას. საქმე ეხება კონკრეტულად საქართველო მიერ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოტანილ პოლიტიზებულ რეზოლუციას დროებით იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების შესახებ, რაც იმ პირობებში ხდება, როდესაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს კვალავაც არ აქვთ საშუალება, წარმოადგინონ ნიუ იორკში საკუთარი მოსაზრება ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

მოსკოვში განაცხადეს, რომ „მათ ასევე მიაქციეს ყურადღება, რომ თბილისში ანტირუსული რიტორიკა გრძელდება“.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი ივნისის ბოლოს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!