TaoNews.Ge

საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით  შექმნილი  ლოცვა ანჩისხატის დაბრუნებისა და ერის კეთილდღეობისათვის

საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ანჩისხატის კარედის დაბრუნების პროექტის საინიციატივო ჯგუფმა და გერმანულმა კომპანია “Sehner”-მა, ანჩისხატის ტაძარში შუშის კიოტი დაამონტაჟა – ბრონირებული მინით, ტემპერატურული რეჟიმით და სხვა პირობებით.
ერთობით ლოცვა ანჩისხატის დაბრუნებისა და ერის კეთილდღეობისათვის შექმნილია 2000 წელს ხელოვნების მუზეუმის წინ სიწმიდეების წინაშე მომლოცველთა ჯგუფის მიერ – საქადაგო მოწოდებით „სიწმიდეები გვიხმობენ”, რომლებმაც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ეს ლოცვა გაავრცელეს სხვადასხვა ქვეყნებში.
“ახლა, განსაკუთრებულად გვმართებს ამ ლოცვის აღვლენა. ამ დიდი სიწმიდის დაბრუნებისთვის, გთხოვთ ამოვბეჭდოთ, ლოცვით გავერთიანდეთ და ხშირად წავიკითხოთ, განსაკუთრებით კვირა დღეს, სასურველია წირვის შემდეგ. ანჩისხატის მადლი გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!”
 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!