TaoNews.Ge

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

რაგბის კლუბ “ლელოს” ყოფილი მორაგბე – გიორგი ლომთაძე, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქართველი მორაგბე გუშინ ღამე, აშშ-ში გარდაიცვალა, მიზეზი ამ წუთისათვის უცნობია.

გიორგი ლომთაძე “ლელოსთან” ერთად საქართველოს 4-გზის ჩემპიონია და საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. “ლელოს” გარდა ასევე რაგბს ინგლისში თამაშობდა. 2014-15 წლებში საქართველოს ა ნაკრების წევრი იყო. მას გარკვეული პრობლემების გამო რაგბის თამაშზე უარის თქმა მოუწია, თუმცა იგი ბოლო წლების განმავლობაში “ლელოს” ფიზმომზადების მწვრთნელი იყო.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!