TaoNews.Ge

საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა არის ზურაბ ადეიშვილის ვირ-ეშმაკული ნაბიჯი

საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა არის ზურაბ ადეიშვილის ვირ-ეშმაკული ნაბიჯი

საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა არის ზურაბ ადეიშვილის ვირ-ეშმაკული ნაბიჯი, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა, დავით ზილფიმიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„როდესაც კრიმინალი შენი მოქალაქეა, ქვეყანას სხვა ბერკეტები აქვს, ხოლო როდესაც ის არაა შენი ქვეყნის მოქალაქე, ამ ბერკეტებით მისი ინკრიმინირება რთულდება. ეს არის ადეიშვილის ვირ-ეშმაკული ნაბიჯი. ის იყო და ყოველთვის დარჩება „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ ფარაონად. ცნობილია, რომ ის არის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმ ბოროტებისა, რასაც სჩადიოდა ეს პარტია“, – განაცხადა ზილფიმიანმა.

იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს თავისივე სურვილით საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!