TaoNews.Ge

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ,  სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, მისი მეუღლე და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, ასევე საერთაშორისო სივრცეში მიმდინარე პროცესებს.

მისმა უწმინდესობამ ხაზი გაუსვა კავკასიის რეგიონსა და მსოფლიოში მშვიდობის მნიშვნელობას და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხს.

სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა, გადასცა სომხეთის პატრიარქ გარეგინ II-ის მოკითხვა და ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირების კიდევ უფრო განმტკიცების იმედი გამოთქვა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!