TaoNews.Ge

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები გათავისუფლებული – ვაჟა სირაძე

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები გათავისუფლებული – ვაჟა სირაძე

თბილისი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ ავლაბარში “საქართველოს ბანკში” შეჭრილი თავდამსხმელი დაკავებულია, ხოლო ყველა მძევალი თავისუფალი.

“თავდამსხმელი დაკავებულია, როგორც მოგეხსენებათ დღეს მოხდა ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალზე თავდასხმა. თავდამსხმელი იყო ერთი, აიყვანა მძევლები, თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები გათავისუფლებულია, დაზიანება არავის არ მიუღია, ყველა მძევალი უსაფრთხოდ გადაყვანილ იქნა პოლიციის შესაბამის განყოფილებაში”, – თქვა ვაჟა სირაძემ.

მისივე განცხადებით, მძევლების რაოდენობასა და თავდამსხმელის მოთხოვნებზე ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებს. სირაძე არ დაუკონკრეტებია თუ რა შეიარაღება ჰქონდა თავდამსხმელს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!