TaoNews.Ge

“რუსეთისა და ნატო-ს ურთიერთობები რთულია. ის იყენებს ძალას საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ” – სტოლტენბერგი

„საქართველომ ფოკუსირება რეფორმებზე უნდა მოახდინოს, რათა ალიანსში ინტეგრაცია შეძლოს“ – იენს სტოლტენბერგი

„საქართველომ ფოკუსირება სწორედ რეფორმებზე უნდა მოახდინოს იმისათვის, რომ ქვეყანამ ალიანსში ინტეგრაცია შეძლოს“, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით,  ახალ წევრთან დაკავშირებით, ნებისმიერი გადაწყვეტილება ნატოს ყველა წევრის თანხმობას მოითხოვს.

„არის სამი ქვეყანა, რომელიც ნატოს წევრობისკენ ისწრაფვის, ესაა უკრაინა, საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა. საქართველოზე მთავარი ფოკუსი კვლავ რეფორმებზეა, რათა დავეხმაროთ ნატოს წევრობისკენ სვლაში.

ჩვენს შესახებ იცით, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ახალ წევრთან დაკავშირებით მოითხოვს ერთიან მხარდაჭერას. ყველა წევრის თანხმობაა საჭირო და ჩვენ არ გვაქვს შეთანხმება ნატოში, რომ ახლა გადავდგათ მომდევნო ნაბიჯი და გვქონდეს სამოქმედო გეგმა. ფოკუსირება განახორციელეთ რეფორმებზე და იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც ჩვენ შევძლებთ ერთი ნაბიჯით წინ წასვლას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!