TaoNews.Ge

საპატრიარქო დეკანოზ გიორგი რაზმაძეს საეპარქიო კომისიაზე იბარებს

საპატრიარქო დეკანოზ გიორგი რაზმაძეს საეპარქიო კომისიაზე იბარებს

დეკანოზ გიორგი რაზმაძის მიერ მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით სადაც ის ბიძინა ივანიშვილს  აკრიტიკებს.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს:

,,დეკანოზ გიორგი რაზმაძის მიერ ინტერნეტსივრცეში დღეს მიცემული ინტერვიუ თავისი შინაარსით ყოვლადმიუღებელია, ვის მიმართაც არ უნდა იყოს იგი მიმართული.

ნებისმიერი ადამიანისგან და, მით უმეტეს, მოძღვრისგან ასეთი აზროვნების გამოვლენა, პირველ რიგში, შეურაცხყოფას აყენებს და მეტად მძიმე მდგომარეობაში აგდებს თავად მას.
საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, იგი დაბარებულია საეპარქიო კომისიაზე. მის მიმართ მიღებული ზომების შესახებ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი”.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!