TaoNews.Ge

დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლუკაშენკოზე და მის შვილებზე თავდასხმას გეგმავდა

სანქციების დაწესების შემთხვევაში ბელარუსმა, შესაძლოა,ევროკავშირს გაზის მიწოდება შეუწყვიტოს

ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ პირობა დადო, რომ ევროკავშირის მიერ ახალი სანქციების დაწესებას უპასუხებს და შესაძლოა გაერთიანებას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტოს

ბელარუსი სატრანზიტო ქვეყანაა. რუსეთის და ევროპის დამაკავშირებელი მილსადენი იამალ-ევროპა ბელარუსის გავლით შედის პოლონეთში.

ევროკავშირი ბელარუსისთვის პოლონეთის საზღვარზე მიგრანტების კრიზისი გამო ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს.

“თუ სანქციებს დაგვიწესებენ, უნდა ვუპასუხოთ. ჩვენ ვაფრთხილებთ ევროპას ისინი კი გვემუქრებიან. რა მოხდება, თუ ბუნებრივი აირის მიწოდებას შევაჩერებთ?” – თქვა ლუკაშენკომ.

როგორც რამდენიმე დიპლომატმა ანონიმურად უთხრა Reuters-ს მომავალ კვირაში ბელარუსს შესაძლოა ახალი სანქციები დაუწესდეს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!