TaoNews.Ge

სამხრეთ ისრაელში სირენების ხმაა – მხარეებს შორის დაპირისპირება გრძელდება

სამხრეთ ისრაელში სირენების ხმაა – მხარეებს შორის დაპირისპირება გრძელდება

ისრაელსა და ღაზას შორის 2014 წლის შემდეგ ყველაზე მწვავე დაპირისპირება ისევ გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, 6-საათიანი სიმშვიდის შემდეგ ამწუთას სარაკეტო სირენების ხმა ისმის ისრაელის სამხრეთით რეგიონებში, რომლებიც ღაზას სექტორი მახლობლად მდებარეობს.

ისრაელის სამხედროებმა დღეს დილით განახორციელეს საჰაერო თავდასხმები ღაზას სექტორში, გაანადგურეს ორი შენობა, IDF-ს განცხადებით, განადგურებულია რადიკალური ტერორისტული დაჯგუფება “ჰამაისის” გვირაბებიც.

რაც შეეხება დაღუპულებს – ღაზაში გარდაცვლილი მინიმუმ 212 ადამიანია, მათ შორის 50-ზე მეტი ბავშვია, დაახლოებით 30 კი ქალი. ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 10-ია, მათ შორისაა 2 ბავშვი.

სამშაბათს ისრაელმა განაცხადა, რომ ღაზაში მოკლულთა შორის მინიმუმ 150 ტერიორისტია, “ჰამასი” მათი წევრების დაღუპვის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროვებს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!