TaoNews.Ge

სამღვდელო ხარისხიდან პირის განკვეთა ეპისკოპოსს ერთპიროვნულად არ შეუძლია – დეკანოზი ჭიღლაძე მეუფე სტეფანეზე

სამღვდელო ხარისხიდან პირის განკვეთა ეპისკოპოსს ერთპიროვნულად არ შეუძლია – დეკანოზი ჭიღლაძე მეუფე სტეფანეზე

,,ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარტვილის კათედრალის ამბიონზე დღეს მიტროპოლიტმა სტეფანემ წაიკითხა თავისი ბრძანება არქიმანდრიტ ათინოგენეს მღვდლობიდან განკვეთისა და მონაზვნობამდე დაყვანის შესახებ. ეპისკოპოსს ერთპიროვნულად არ შეუძლია სამღვდელო ხარისხიდან განკვეთოს პირი. ეს საეკლესიო კრების ფუნქციაა. სტეფანე უვიცია და უზურპატორი, ამრიგად, არქიმანდრიტ ათინოგენეს უწმიდესი კრებები და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის მოქმედი დებულება ანიჭებს კანონიკურ უფლებამოსილებას, წმინდა სინოდში უჩივლოს მიტროპოლიტ სტეფანეს, როგორც კართაგენის კრების დადგენილების დამრღვევს და გააპროტესტოს მომხდარი, რამეთუ, უპირველეს ყოვლისა, მღვდელმთავარი უნდა იყოს გარანტი წმიდა კანონთა ზედმიწევნით აღსრულება-დაცვისა.” განაცხადა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ ჭყონდიდელი მიტროპოლიტის სტეფანეს დღევანდელ ბრძანებასთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!