TaoNews.Ge

სამართალი აღსრულდა – ანი შაქარაშვილი

სამართალი აღსრულდა – ანი შაქარაშვილი

„სამართალი აღსრულდა“ – ასე ეხმაურება ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის და სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას. მან ამის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.

მოსამართლე ბიძინა სტურუამ  გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ ხუთივე დაკავებული დამნაშავედ ცნო. არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16-16 წელი მიესაჯათ. არასრულწლოვნების ზ.ხ-სა და ა. ქ. განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!