TaoNews.Ge

სალომე ზურაბიშვილი – შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი, იწყება მოსმენით, აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით

ამ პროცესის დაწყებას არ შეიძლება წინ უსწრებდეს რაიმე ფორმის წინაპირობა. სხვადასხვა მხრიდან, სხვადასხვა წინაპირობები მესმის, ეს ნიშნავს, რომ ეს წინაპირობები უეჭველად ახალ პოლარიზაციას და ახალ დაპირისპირებას წარმოშობს,- ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიების მიღებაზე განაცხადა, სადაც მან ე.წ. შერიგებაზე ისაუბრა.

„ეს პროცესი უნდა ეყრდნობოდეს რამდენიმე მთავარ პრინციპს. ერთი არის ინკლუზიურობა, დღეს ყველა არის პოლარიზებული, ყველა დარგი, სექტორი საზოგადოების, თუ პოლიტიკის. ყველა უნდა იყოს ჩართული. ეს პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე. დაიწყება კონსულტაციებით, ინდივიდუალურ, თუ ჯგუფურ დონეზე, ყველა სფეროს მონაწილეობით. ეს ყველაფერი უნდა იყოს ვრცელი კომუნიკაციის ფონზე, რათა საზოგადოება და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც რომელიმე მომენტში არ არის ჩართული შეხვედრაზე, შეძლოს გაეცნოს, კონსულტაციის შინაარსს.

ამ პროცესის დაწყებას არ შეიძლება წინ უსწრებდეს რაიმე ფორმის წინაპირობა. სხვადასხვა მხრიდან, სხვადასხვა წინაპირობები მესმის, ეს ნიშნავს, რომ ეს წინაპირობები უეჭველად ახალ პოლარიზაციას და ახალ დაპირისპირებას წარმოშობს. ეს ნიშნავს, რომ პროცესი ჩიხში შევა. არაფერია გამორიცხული, მაგრამ ყველაფერი პროცესში მოსაგვარებელი და მოსალაპარაკებელია.

თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა, ეს ცუდად იყო გაგებული, ამაზე დაიწყო გარკვევა, როგორ უნდა შევურიგდე იმას, თუ ამას, ან რატომ უნდა შევურიგდე. გასაგებია, ამგვარი პროცესები, რაც ჩატარდა მსოფლიოში, შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი. იწყება მოსმენით, ერთმანეთის აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით, მით უმეტს, როდესაც წარსულს ეხება, ან აწყმოს, გრძელდება სამართლიანობით და შემდეგ შეიძლება შედგეს შერიგება, რომელსაც მირჩევნია, რომ დავარქვა ეროვნული თანხმობის პროცესი. უფრო პროცესია, ვიდრე შედეგი“,- აღნიშნავს პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!