TaoNews.Ge

ცვლილებები პარლამენტში – იკრიბება თუ არა შეთანხმების შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი რაოდენობის ადამიანი

ცვლილებები პარლამენტში – იკრიბება თუ არა შეთანხმების შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი რაოდენობის ადამიანი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

შეთანხმებას ხელს აწერს ოპოზიციის ნაწილი: „გირჩი“, ზურაბ ჯაფარიძე, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, დავით ბაქრაძე, „რესპუბლიკური პარტია“, სალომე სამადაშვილი, „ქართული ოცნება“, „მოქალაქეები“.

19 აპრილამდე პარლამენტში 96 ადამიანი იმყოფებოდა. ცნობილია,რომ  შეთანხმებაში, არის პუნქტები, რომლებსაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება.   რა შეიცვლება პარლამენტში ხელმოწერის შემდეგ?

 

  •  „ქართული ოცნება“ – 84
  •  დამოუკიდებელი დეპუტატები (გახარიას გუნდი) – 6
  •  „ევროპელი სოციალისტები“ – 4
  • „მოქალაქეები“ – 2

პარლამენტს უახლოეს მომავალში შეუერთდებიან:

  • „ლელო“ – 4
  •  „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4 (3 – თუ გამოაკლდება თაკო ჩარკვიანი, თუმცა დიდი ალბათობით ადგილმონაცვლე დაიკავებს მის ადგილს.)
  •  „გირჩი“ – 3
  •  „რესპუბლიკური პარტია“ – 2
  •  ზურაბ ჯაფარიძე
  •  სალომე სამადაშვილი
  •  დავით ბაქრაძე, არმაზ ახვლედიანი („ევროპული საქართველოს“ სიიდან, ეს სია შეიძლება გაიზარდოს.)

გამოდის, რომ 96-ს ემატება 17 ადამიანი და პარლამენტში ზუსტად 113 ადამიანი გროვდება, რომელიც საკმარისი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის.

თუმცა არსებული ინფორმაციით, ამ სიას კიდევ რამდენიმე დეპუტატი შეიძლება ენმ-ს და „ევროპული საქართველოს“ სიიდან შეემატოს, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!