TaoNews.Ge

საინვესტიციოდ მიმზიდველი ადგილების რეიტინგში საქართველო მე-19 ადგილზეა

საინვესტიციოდ მიმზიდველი ადგილების რეიტინგში საქართველო მე-19 ადგილზეა

საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაციის Kearney-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში „Global Services Location Index (GSLI) 2021”, რომელიც ბიზნეს და ტექნოლოგიური სერვისების სექტორში მიმზიდველ საინვესტიციო ლოკაციებს ავლენს, საქართველო პირველად მოხვდა და მოწინავე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა.

„აწარმოე საქართველოში“ აღნიშნავენ, რომ რეიტინგში საქართველო, სწორედ სააგენტოს ინიცირებით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ჩართულობით მოხვდა.

ანგარიშის მომზადებისას Kearney-ს მიერ 60 ქვეყანა 47 სხვადასხვა განზომილებაში, შემდეგი კატეგორიებიდან შეფასდა: ფინანსური მიმზიდველობა ბიზნესის ოპერირების ხარჯებთან მიმართებაში, კვალიფიციური სამუშაო ძალის ხელმისაწვდომობა, ბიზნეს-გარემო და ციფრული რეზონანსი.

საქართველოს წარმატებული დებიუტი აღნიშნულ ანგარიშში Kearney-ს მიერ დადებითადაა შეფასებული: „ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარე საქართველოს აქვს მოწინავე პოზიციები ფინანსური მიმზიდველობის, სამუშაო ძალის, უნარების და ბიზნეს-გარემოს კუთხით“.

„Global Services Location Index რეიტინგში საქართველოს პოზიციონირება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებას ცოდნაზე დაფუძნებული ინდუსტრიების მიმართულებით. ბიზნეს სერვისების სექტორი რჩება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვან სექტორად, რადგან მას აქვს დიდი პოტენციალი ქვეყანაში ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის და თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანის კუთხით. მსგავსი ტიპის აქტივობებით სააგენტოს საინვესტიციო გუნდი აქტიურად აგრძელებს მუშაობას საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად გლობალურ ასპარეზზე“, – აცხადებენ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.

წყარო: Bm.ge

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!