TaoNews.Ge

მსოფლიო ბანკი საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნის და პანდემიის ზემოქმედებით დაზარალებული ფირმების მხარდასაჭერად 85 მლნ ევროს გამოყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინას 15.6 მილიარდი დოლარის სესხი დაუმტკიცა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა ოთხწლიანი გაფართოებული დაფინანსების საშუალება (eff) უკრაინისთვის $15,6 მილიარდი დოლარის მოცულობის, იტყობინება imf-ის პრესსამსახური.

სესხი ყველაზე დიდი იქნება უკრაინისთვის რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ და პირველი დახმარების პაკეტი ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის.

„გადაწყვეტილება უხსნის გზას კიევისთვის 2,7 მილიარდი დოლარის დაუყოვნებლივ გადახდას“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

პირველ ეტაპზე 12-18 თვეში თანხა „გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებასა და სტაბილურობის შენარჩუნებას“ მოხმარდება. მეორე ითვალისწინებს ფინანსურ მხარდაჭერას „სტრუქტურული რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის“.

სესხი უკრაინისთვის 115 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის ნაწილია.

უკრაინა უახლოეს მომავალში მიიღებს პირველ ტრანშს 2,7 მილიარდ დოლარს, დაადასტურა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა.

„სავალუტო ფონდის სახსრები დაეხმარება მთავრობას დააფინანსოს ყველა მნიშვნელოვანი ხარჯი და შეინარჩუნოს მაკროფინანსური სტაბილურობა“, – თქვა მან.

სესხის მეორე ნაწილი „ქვეყნის ომის შემდგომი აღმშენებლობისა და ტრანსფორმაციისთვის“ დაიხარჯება.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდს და ფონდის ხელმძღვანელს, კრისტალინ გეორგიევას სესხის დამტკიცებისთვის.

„ერთად ვუჭერთ მხარს უკრაინის ეკონომიკას და წინ მივდივართ გამარჯვებისკენ“, – წერს ის.

სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა გადამწყვეტია ბიუჯეტის დეფიციტის დასაძლევად, თქვა ელენა ბილანმა, კიევის საინვესტიციო ბანკის dragon capital-ის მთავარმა ეკონომისტმა. მთავრობა ითხოვს 43 მილიარდ აშშ დოლარის გარე ბიუჯეტის მხარდაჭერას წელს, თქვა მან.

2022 წელს უკრაინამ მიიღო საერთაშორისო დახმარება დაახლოებით 32,1 მილიარდი დოლარის ოდენობით, კიევის უმსხვილესი კრედიტორები იყვნენ აშშ ($12 მილიარდი) და ევროკავშირი ($8 მილიარდი). სავალუტო ფონდმა 2,7 მილიარდი დოლარი გამოყო საგანგებო დაფინანსების სახით. ასევე დახმარება გაუწიეს კანადამ (1,9 მილიარდი დოლარი) და გერმანიამ (1,5 მილიარდი დოლარი).

ომის ფონზე უკრაინის ეკონომიკა 2022 წელს თითქმის მესამედით შემცირდა (მინუს მშპ-ს 30,4%). ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ ადრე შეაფასა 2023 წელს ქვეყნის ეკონომიკური მხარდაჭერის საჭიროება 38 მილიარდ დოლარად.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!