TaoNews.Ge

„აჭარაში ლამისაა, ამლოკონ, მაგრამ სად ხართ, დაიხოცეთ?“ – ნათელაშვილი 

სააკაშვილს დაავიწყდა, რომ ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შედიან….უნდა გაიგოს ეს სააკაშვილმა და პოლიტიკას უნდა ჩამოსცილდეს-შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.

„სააკაშვილის ჩამოსვლა არ იყო მთლად სწორი, იგი უნდა ჩამოსულიყო მაშინ, როდესაც პარლამენტი იყო ერთპარტიული, ოპოზიცია იდგა ერთად და წკიპზე იყო ივანიშვილის რეჟიმი ჩამონგრევასთან, აი, მაშინ მისი ჩამოსვლა დაამთავრებდა პროცესს. ახლა ჩამოვიდა მუნიციპალურ არჩევნებზე, რომლის დროსაც ვნებათაღელვა არ არის მაღალი და ამავდროულად ვფიქრობ, რომ იგი თავის გუნდთანაც არ იყო კოორდინირებული. ის არასწორად იყო ინფორმირებული საზოგადოების განწყობაზე. ალბათ უთხრეს, რომ ხალხს ერთი სული აქვს, გამოჩნდე და როგორც კი გამოჩნდები, ეგრევე მოხდება რევოლუციაო. დაავიწყდათ ამის მთქმელებსაც და თვითონ სააკაშვილსაც, რომ ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შედიან, რადგან რევოლუციას ვერ ატარებენ წინა რევოლუციის შემოქმედები. არ ხდება მეორედ მესიანელობა, ამიტომ უნდა გაიგოს ეს მიხეილ სააკაშვილმა და პოლიტიკას უნდა ჩამოსცილდეს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!