TaoNews.Ge

სააკაშვილი მოხალისეთა აკრძალული ბატალიონის, “დონბასის“ მეთაურს  ესარჩლება

სააკაშვილი მოხალისეთა აკრძალული ბატალიონის, “დონბასის“ მეთაურს  ესარჩლება

„იმედის კვირა“ უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით დაინტერესდა, რომელიც უკრაინის რკინიგზის გაკოტრებას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკავშირებს. თუმცა, რკინიგზის საქმე ერთადერთი სკანდალი არ არის, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის სახელი გამოიკვეთა. უკრაინაში რადას ყოფილი დეპუტატი, მოხალისეთა ბატალიონ „დონბასის“ მეთაური სემიონ სემენჩენკო და მისი მარჯვენა ხელი, ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროს აგენტი ევგენი შევჩენკო დააკავეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სემენჩენკო და შევჩენკო რუსეთიდან სამხედრო სათადარიგო ნაწილების იმპორტს უკანონოდ ახორციელებდნენ – აიკრძალა მათი კერძო გასამხედროებული ფორმირების საქმიანობაც, რომელშიც 150-ზე მეტი მებრძოლი იყო გაწევრიანებული.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამ ჯგუფის საქმიანობა მიზნად ისახავდა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის მზადებას, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ. ამ დროს მიხეილს სააკაშვილმა პრეზიდენტ ზელენსკის მოუწოდა, გასამხედროებული დაჯგუფება კი არ აღკვეთოს, არამედ ოპერაციაში მონაწილე სამართალდამცველები მოაშოროს ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებიდან.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს საქართველოში ბატალიონ „დონბასის“ 7 წევრი დააკავეს, ჩხრეკისას ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ტექნიკა. მაშინ გაჩნდა ეჭვი, რომ გაწვრთნილი მებრძოლები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაანონსებულ აქციებზე არეულობის მოსაწყობად საქართველოში სააკაშვილმა გამოგზავნა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!