TaoNews.Ge

“სააკაშვილი,  თავს აღარასდროს არ გაწირავს, რადგან მას იმდენი აქვს დასაკარგი”-მაია ნიკოლეიშვილი

სააკაშვილი ამბობს, რომ თამთა დემურიშვილი პირადად შეხვდა და დაარწმუნა, რომ მიეღო ფაფები – ომბუდსმენის მოადგილე

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე “ტვ პირველის” ეთერში ეხმიანება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც, უწყების განცხადებით, აღბეჭდილია, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში.

“ვასაჯაროვებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს” – რა ვიდეოს აქვეყნებს პენიტენციური სამსახური

როგორც ბურჯანაძე ამბობს, რომ აღნიშნული ფაფა პენიტენციურ დაწესებულებაში არ იყიდება და მისი მიწოდება სააკაშვილისთვის მოხდა მედპერსონალის მხრიდან.

ბურჯანაძე სააკაშვილზე დაყრდნობით აცხადებს, რომ “სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო განყოფილების ხელმძღვანელი, თამთა დემურიშვილი შეხვდა მიხეილ სააკაშვილს და მან დაარწმუნა, რომ მიეღო ასეთი ტიპის დანამატები, რაც შიმშილობის დარღვევად არ ითვლებოდა”.

“ჩვენ ეს მონაცემები გადავამოწმეთ ადგილზე მყოფ სამედიცინო პერსონალთან და მათაც დაგვიდასტურეს, რომ ამ დანამატების მიღება ხდებოდა სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, მათივე მოთხოვნით და მათ დანიშნულება გქონდა ერთადერთი, რომ სასიცოცხლო პარამეტრები შენარჩუნებულიყო. ჩვენ ჩანაწერებიც ვნახეთ და სადაც მითითებულია 30-50 მილიგრამი რასაც კვებითი ღირებულება არ აქვს”- განაცხადა ბურჯანაძემ “ტვ პირველის” ეთერში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!